calabriani

ჩვენ შესახებ

მარტივი ფილოსოფია :
საოჯახო მეღვინეობის დაწყება ეს არ იყო არჩევანი. ეს არის ჩემი წარსული , აწმყო და მომავალი. ეს არის ბედისწერა რომელიც გარდაუვალია. მე არ ვარ განათლებული მეღვინე, მაგრამ მაქვს ინტუიცია რომელიც მაძლევს საშუალებას მოვარგო თქვენი გემოვნება ჩემს მიწას, ჩემს მცენარეს, ჩემს ღვინოს , ჩემს მარანს და ბოლოს ჩემს სამყაროს ამ თუნდაც ერთი ბოთლიდან თქვენ ჭიქებამდე.

ლოგოს იდეა: ეტიკეტზე გამოსახულია სოფელ აკურის ცენტრში არსებული ძველი 1938 წელს აშენებული კულტურის სახლის შენობა. ყველაზე კულტურული ადგილი ამ მიკრო სივრცეში სადაც ბავშვობაში ვუყურებდი ფილმებს, კონცერტებს ცოცხალი შესრულებით , საცირკო წარმოდგენებს , ვიდეო ფილმებს და ხანდახან პორნოსაც. აქ მწიფდებოდა ჩემი კულტურა, რათა შემდგომში უფრო მკაფიოდ დამენახა დე კირიკოს ირეალური მხატვრობა, უფრო ღრმად ჩამეხედა დეტალურ არქიტექტურაში, უფრო ახლოს მეგრძნო ქართული ჩოხა-ახალუხის უნიკალური დიზაინი და სწორე ფორმები, პარალელები სადაც სამყარო ჩრდილივით მეორდება. ეს არის კულტურა, რომელიც ღვინოსავით გვწყურია.

A simple philosophy: Starting a family winery was not a choice. This is my past, present and future. It is a destiny that is inevitable. I am not an educated winemaker, but I have an intuition that allows me to adapt your taste to my land, my plant, my wine, my cellar and finally my world from even one bottle to your glasses.

Logo idea: the label depicts the building of the old House of Culture built in 1938 in the center of Akuri village. The most cultural place in this micro-space where I watched movies, concerts with live performances, circus performances, video films and sometimes porn as a child. Here my culture matured, so that later I could see more clearly the surreal painting of de Chirico, look deeper into the detailed architecture, I wanted to feel closer to the unique design and correct forms of Georgian Chokha-Akhalukh, parallels where the world repeats itself like a shadow. It is a culture that we crave like wine.